საზოგადოება

ბიჭი რომელსაც ყველანაირ საჭმელზე ალერგია აქვს

30 მარტი, 2012 • 1144
ბიჭი რომელსაც ყველანაირ საჭმელზე ალერგია აქვს

ავსტრალიელი ჯოშუა, რომელიც 9 წლისაა, თითქმის ყველა სახის საჭმელზე და საჭმლის სუნზე ალერგიულია.

დაავადებას რომელიც ჯოშუას ჭირს ეოზინოფილური ეზოფაგიტი ეწოდება.

პიცა, ჰოთ დოგი, რძე, ნებისმიერი სახის ხორცი ან რაიმე სხვა სახის საჭელი რომელსაც ნებისმიერი ბავშვi ყოველდღიურად ჭამს ჯოშუასთვის არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა მისი სიკვდილი გამოიწვიოს.

საჭმლის სუნის შეგრძნების შემთხვევაშიც კი მას საყლაპავი მილი ეკეტება და გაუსაძლის ტკივილს გრძნობს. ამის გამო ის დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, მას არ შეუძლია სკოლაში სიარული და განათლებას სახლის პირობებში იღებს.

ჯოშუას მშობლები კარა და ბრანტი არასოდეს ამზადებენ საჭმელს სახლში რადგან ნებისმიერმა საჭმელმა რისი ჭამაც მათთვის ნებადართულია შესაძლოა ჯოშუას ალერგია მისცეს.

ჯოშუა საჭელს სპეციალური დანადგარის მეშვეობით იღებს, რომელიც მას მუცელზე უმაგრდება.

დაავადება ეოზინოფილური ეზოფაგიტი სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, დღესდღეობით მისი განკურნება ვერ ხერხდება. არსებობს დაავადების რამდენიმე სახე, დაავადებულთა უმეტესობა ალერგიულია მხოლოდ რამდენიმე სახეობის საჭმელზე, ჯოშუას შემთხვევა კი გამონაკლისია, რადგან ის ალერგიულია ყველა სახის საჭმელზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი