საზოგადოება

2011 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა

27 მარტი, 2012 • 1081
2011 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა

გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ თავშესაფრების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აჩვენებს, რომ ახალმა კონფლიქტებმა და ძველ კრიზისებში გაჩენილმა ახალმა კერებმა 2011 წელს თავშესაფრების მოთხოვნის 20%–იანი ზრდა გამოიწვია.

2011 წელს 441,300 თავშესაფრის მოთხოვნა დაფიქსირდა, როცა ეს ციფრი 2010 წელს 368,000 იყო. ანგარიში 44 ქვეყნის მონაცემებს ასახავს.

შედარების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ზრდა სამხრეთ ევროპაშია, სადაც 66.800 თავშესაფრის მოთხოვნა აღირიცხა. მაღალი ინდექსი აქვს თურქეთსაც.

ევროპის 38 ქვეყანაში სულ  თავშესაფრის 327,200 მოთხოვნა იყო. ეს ციფრი ყველა სხვა რეგიონის მონაცემზე მაღალია და 2010 წლის მონაცემს 19%–ით აჭარბებს. ჩრდილოეთ ამერიკამ 99,400 მოთხოვნა მიიღო, რომელიც მეოთხედით მეტია წინა წლის მონაცემზე. იაპონიამ და კორეამ 2 900 მოთხოვნა დააფიქსირეს, რაც წინა წლის მონაცემებს 77%–ით აღემატება.

თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა შემცირდა სკანდინავიის ქვეყნებში და ავსტრალიაში.  სკანდინავიის ქვეუნებში –10 %–ით ( 45 700 მოთხოვნა), ავსტრალიაში კი– 9 %–ით (11 800 მოთხოვნა).

დასავლეთ აფრიკაში და არაბულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ კოტდიუარიდან, სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2010 წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 16, 700–ით გაიზარდა.

თავშესაფრის მაძიებლების ყველაზე დიდი რაოდენობა ავღანეთში დაფიქსირდა. 2010 წლის მონაცემებს ციფრმა 34%–ით გადააჭარბა. ჩინეთი მეორე პოზიციას იკავებს, ერაყი კი მესამე პოზიციაზეა.

2011 წელს საქართველოში თავშესაფარზე 78 ახალი განაცხადი შევიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი