საზოგადოება

რატომ მელოტდებიან მამაკაცები

23 მარტი, 2012 •
რატომ მელოტდებიან მამაკაცები

შესაძლოა, მალე გამოჩნდეს პრეპარატი, რომელიც თმის ცვენას აჩერებს და ახალი თმის ზრდას ხელს უწყობს.

მეცნიერებმა მიაკვლიეს ბიოლოგიურ მიზეზს, რატომ მელოტდებიან კაცები.

ამერიკელი მეცნიერების მიერ ექსპერიმენტი ჩატარდა მამაკაცებზე და ლაბორატორიულ თაგვებზე, რის შედეგადაც მათ გამოავლინეს პროტეინების ის სახეობები, რომლებიც გამელოტების პროცესის დაწყებას ხელს უწყობს.

მეცნიერებმა პენსილვანიის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ თმის ბუდის უჯრედებში, გამელოტების ადგილზე მოჭარბებულია პროტეინი პროსტაგლანდინის სინთაზი.

იმ თაგვებში, რომლებსაც ექსპერიმენტის დროს ხელოვნურად გაუზარდეს ამ პროტეინის დოზა, მთლიანად დასცვივდათ ბეწვი, ადამიანებს კი მისი მიღების შემდეგ თმის ზრდა შეუჩერდათ.

კლინიკური კვლევების სტადიაში კი უკვე ის პრეპარატია, რომელმაც ამ პროტეინის რაოდენობა უნდა შეამციროს. მისი მიღების შემდეგ თმის ცვენის პროცესი შეჩერდება, იუწყება გამოცემა Science Translational Medicine.

მასალების გადაბეჭდვის წესი