საზოგადოება

მანდატურის სამსახური ფართოვდება

29 იანვარი, 2012 • 1574
მანდატურის სამსახური ფართოვდება

2012 წლიდან მანდატურის სამსახური გაფართოვდება და პირველი მარტიდან დამატებით 24 რაიონში ამოქმედდება.

წყალტუბო, სამტრედია, გურჯაანი, ქარელი, ოზურგეთი, ახალციხე, დუშეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, ზესტაფონი, წალენჯიხა, სენაკი, აბაშა, ბორჯომი, ყვარელი, ჩოხატაური, ქობულეთი, კასპი, დედოფლისწყარო, მცხეთა, ჭიათურა, ხაშური, მარტვილი, თელავი – ეს ის რაიონებია, რომელთა სკოლებშიც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურები აქამდე არ ყოფილან და პირველი მარტიდან მუშაობას შეუდგებიან.

ამ დროისთვის კი საქართველოს მასშტაბით სულ 1500 მანდატური მუშაობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარი პროექტის-მანდატურის სამსახურის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი