საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქვეყნის აღმშენებლობაზე” ფოტოკონკურსს აცხადებს

21 იანვარი, 2012 • 1305
პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქვეყნის აღმშენებლობაზე” ფოტოკონკურსს აცხადებს

ფოტოებს, რომლებზეც ასახული იქნება საქართველოში ახლადაშენებული და მშენებლობის პროცესში მყოფი ინფრასტუქტურული პროექტები – ქალაქები, შენობები, ქუჩები, ხიდები და ა.შ. –პრეზიდენტის ადმინისტრაცია 31 მარტამდე მიიღებს.

ამის შემდეგ კი, წარდგენილი ფოტოსურათებიდან 10 საუკეთესო Facebook-ის მომხმარებლების მიერ „მოწონების“ (Like) რაოდენობის მიხედვით შეირჩევა, ხოლო აქედან 5 გამარჯვებულს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოავლენს.

გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან: პირველი ადგილის მფლობელი ფოტოხელოვნების შემსწავლელ კურსებზე დასავლეთ ევროპაში გაემგზავრება; მეორე ადგილზე გასულს ფოტოაფარატი “Nikon D700“ გადაეცემა, მესამე ადგილის მფლობელი ლეპტოპს მიიღებს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულები Ipad-ებით დაჯილდოვდებიან.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თითოეული ნამუშევარი საქართველოს განვითარების თქვენეულ, შემოქმედებით ხედვას დაგვანახებს, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი