შვედი მეცნიერები: სოსისი პანკრეასის კიბოთი დაავადების რისკს ზრდის

შვედმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დამუშავებული ხორცის ჭამა, როგორიცაა სოსისი, ბეკონი და სხვა, შესაძლოა პანკრეასის კიბოს იწვევდეს. 

შვედმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დამუშავებული ხორცის ჭამა, როგორიცაა სოსისი, ბეკონი და სხვა, შესაძლოა პანკრეასის კიბოს იწვევდეს.

მეცნიერების თქმით, დღეში ზედმეტი 50 გრამი სოსისის ჭამაც კი რისკს დაახლოებით  19%–ით ზრდის. თუმცა რეალურად კიბოს გაჩენის შანსი მაინც დაბალია.

წითელი, დამუშავებული ხორცის ჭამა უკვე დიდი ხნის წინ დაუკავშირეს ნაწლავის კიბოსაც. ბრიტანელმა ექიმებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ მსგავსი პროდუქტი მიიღონ დღეში არა უმეტეს 70 გრამისა.

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ სრული ინფორმაცია გამოქვეყნდა ბრიტანულ ჟურნალში კიბოს შესახებ. კვლევაში კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი დაავადებული 6643 ადამიანი მონაწილეობდა.

ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისა და ნორმების კონტროლისკენ მოუწოდებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი