საზოგადოება

ჩაუტარდებათ თუ არა ბრიტანელ ქალბატონებს მკერდის გაზრდის ხელახალი ოპერაცია?

12 იანვარი, 2012 • 1079
ჩაუტარდებათ თუ არა ბრიტანელ ქალბატონებს მკერდის გაზრდის ხელახალი ოპერაცია?

Harley Medical Group, კლინიკა, რომელიც ბრიტანეთის მასშტაბით ყველაზე მეტ ქალბატონს უკეთებდა მკერდის გაზრდის ოპერაციას, ხელახალი ოპერაციების ჩატარებაზე უარს აცხადებს.

ხელახალი ოპერაციების ჩატარებას ბრიტანეთის NHS -ის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახური მოითხოვს, რადგან 40000–მდე ქალბატონს მკერდში უხარისხო სილიკონის იმპლანტაცია ჩაუტარდა, მათ შორის ზემოთაღნიშნულ კლინიკაში ოპერაცია 13,900–მდე ქალმა გაიკეთა.

კლინიკის თავმჯდომარე მელ ბრაჰამი აცხადებს, რომ ხელახალი ოპერაციების ჩასატარებელი რერსურსი კლინიკას არ გააჩნია:

“ჩვენ ისევე ვართ დაზარალებულები, როგორც ეს ქალბატონები, რადგან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სილიკონი უხარისხო იყო, ჩვენც არ გაგვაჩნდა”, – განაცხადა კლინიკის თავმჯდომარემ.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის მინისტრის, ენდრიუ ლენსლის განცხადებით კი: ”კერძო კლინიკებს მორალური ვალდებულებაა, რომ პაციენტებს ოპერაცია თავიდან ჩაუტარონ”, – მინისტრის თქმით, თუკი კლინიკები ოპერაციის ჩატარებაზე უარს იტყვიან, სახელმწიფო სათანადო ზომებს მიიღებს.

ოპერაციის შედეგად ქალბატონებს PIP-ის იმპლანტანტები ჩაუდგეს, რომლებიც, როგორც ფრანგმა ექიმებმა შენიშნეს, უხარისხობის გამო ძალიან მალე სკდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი