საზოგადოება

ჯორჯიის შტატი ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ

11 იანვარი, 2012 • 1294
ჯორჯიის შტატი ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ

ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, ტელევიზიით ახალი რეკლამები გამოჩნდა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც მოწევასთან და ნარკოტიკებთან ბრძოლის სარეკლამო რგოლები, თუმცა ამჯერად სამიზნე აუდიტორია ჭარბწონიანი ბავშვები არიან.

ჯორჯიის შტატში ამერიკის მასშტაბით ყველაზე მეტი, დაახლოებით 1 მილიონამდე, ჭარბი წონის მქონე ბავშვი ცხოვრობს. მათი უმეტესობა დიაბეტით და ზედმეტი წონით გამოწვეული სხვადასხვა ავადმყოფობითაა დაავადებული.

რეკლამები, რომლებიც ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გადაიღეს, ძირითადად იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვებთან ერთად, უმეტეს შემთხვევაში, მშობლებიც(ჭარბი წონის მქონე ბავშვთა მშობლების 75%) ვერ აცნობიერებენ, თუ რა პრობლემასთან აქვთ საქმე.

რეკლამებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ექიმების ნაწილი თვლის, რომ კამპანიას, სავარაუდოდ, უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე დადებითი.

როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვებს, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ, ისედაც გააჩნიათ საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა, ამ რეკლამებმა კი შეიძლება ისინი დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

ჭარბი წონის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, რომელიც 25 მილიონი ამიერკული დოლარი დაჯდა, სარეკლამო რგოლებთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა ტრენინგები და ვიზიტები სკოლაში პრობლემაზე სასაუბროდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი