არგენტინის საზღვართან ჩეხი მოქალაქე დააკავეს, ის საზღვრის გადალახვას ცდილობდა, ხოლო ჩემოდანში 247 ცხოველი ჰყავდა დამალული, მათ შორის შხამიანი გველები და გადაშენების პირას მყოფი ქვეწარმავლები.
დაკავებული პიროვნება კარელ აბელოვსკი აღმოჩნდა, 51 წლის მამაკაცმა ეჭვი მაშინ გამოიწვია, როდესაც აეროპორტის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ მისი ბარგი მოძრაობდა.
აღმოჩენილ ცხოველებს შორის 9 დასახელების გველი იყო, რომლებიც პატრონმა გამჭვირვალე პლასტიკურ კონტეინერებში მოათავსა, ზოგიერთი გველის სიგრძე 1.50 მეტრზე მეტი იყო, სხვა ქვეწარმავლებთან ერთად ჩემოდანში მოლუსკებიც აღმოჩნდა.
რამდენიმე ცხოველი პოლიციის თანამშრომლებს უჟანგბადობისგან უკვე გაგუდული დახვდათ, მათი თქმით რამდენიმე საათით დაგვიანების შემთხვევაში ცხოველების უმეტესობას ასეთივე ბედი ეწეოდა.
დაკავებულ მამაკაცს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.




