საზოგადოება

უთხარით საყვარელ ადამიანებს, რომ წონის პრობლემა აქვთ

23 დეკემბერი, 2011 •
უთხარით საყვარელ ადამიანებს, რომ წონის პრობლემა აქვთ

Image 5706
Image 5706

ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში ფიქრობენ, რომ შობა საუკეთესო პერიოდია, საყვარელ ადამიანებს უთხრათ, რომ წონის პრობლემა აქვთ.

სიმსუქნის ნაციონალური ფორუმი და კარდიომეტაბოლური რისკის საერთაშორისო საბჭო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გულწრფელები ვიყოთ, რადგან საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან უშუალო კავშირშია.

ზედმეტი წონა, განსაკუთრებით წელის არეში,  ზრდის დიაბეტის, ინსულტის და გულის დაავადებების საფრთხეს, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა ერიდება ახლობელ ადამიანებთან  ზედმეტ წონაზე საუბარს.

2000 გამოკითხული ადამიანიდან 42%, რომელთა ასაკი 18 წლიდან 24 წლამდეა,  მათ ირგვლივ მყოფ საყვარელა ადამიანებს არ ეუბნებიან წონის პრობლემის შესახებ, რათა გული არ ატკინონ.

მამაკაცებისთვის განსაკუთრებით უხერხულია, თავიანთ პარტნიორს მიანიშნონ ზედმეტი კილოგრამების შესახებ, ქალებისთვის კი მეგობრისთვის ამ საკითხზე მითითება რთული საკითხია.

სწორედ ამიტომ ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ შობა არის საუკეთესო საშუალება, ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, რადგან დღესასწაულის დროს მეგობრები და ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან და  ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

სიმსუქნის ნაციონალური ფორუმის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვინმესთვის წონის დაკლების აუცილებლობაზე მითითება სასიამოვნო სასაუბრო თემა ნამდვილად არ არის:

”მაგრამ თუ ვინმეს თქვენ გარშემო განსაკუთრებით დიდი წელის გარშემოწერილობა აქვს და  ამაზე ”ფაქიზად” მიანიშნებთ, თავიდან აიცილებს ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხეებს და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნებასაც შეძლებთ”.

ექიმი ჟან პიერ დეპრე,  კარდიომეტაბოლური რისკისშემცვლელი საერთაშორისო საბჭოს სამეცნიერო დირექტორი ამბობს:

“წაახალისეთ თქვენი ახლობლები, საწყის ეტაპზე მცირედით შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, მაგალითად, ფიზიკურად აქტიურები გახდნენ, შეცვალონ კვებითი ჩვევები და ტკბილი სასმელები წყლით ჩაანაცვლონ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი