“გაზარდე აუტიზმის ცნობადობა” – სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა აუტიზმის სპექტრის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.
საინფორმაციო კამპანიის ინსტრუქციის თანახმად, აქციაში ჩასართველად საჭიროა, დაიბნიოთ ლენტი, გადაიღოთ ფოტო და ატვირთოთ სოციალურ ქსელში ჰაშტაგით #გაზარდეაუტიზმისცნობადობა.
გულსაბნევის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც პრინტერი აქვს:
- ფერადი პრინტერისთვის
- შავ-თეთრი პრინტერისთვის
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციის თანახმად, ეს დღე 2008 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მუდმივად მიაპყროს საზოგადოების ყურადღება აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა მხარდაჭერის საჭიროებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეადიდი მადლობა დახმარებისთვის ბატონ გელა ჩარკვიანს, ლევან კობიაშვილს, კახა კინწ…
Posted by მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი – Mental Health Center on Wednesday, March 30, 2016
✔ საქართველოს მასშტაბით:► ინკლუზიურ განათლებაში ჩართული აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებთან მუშაობს სპეცი…
Posted by საქართველოს მთავრობა | Government of Georgia on Saturday, April 2, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა
Posted by Pito Stf on Friday, April 1, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა#WorldAutismAwarenessDay
Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Saturday, April 2, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა
Posted by EWMI Access on Friday, April 1, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა
Posted by Nino Kublashvili on Friday, April 1, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა
Posted by IliaUni Library on Friday, April 1, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა62-ე საჯარო სკოლა უერთდება სოციალურ აქციას – ჩვენ <3 ბავშვი აუტიზმით!!!
Posted by ინკლუზიური განათლება- 62-ე საჯარო სკოლა on Saturday, April 2, 2016
#AutismAwareness დღეს აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღეა. :)მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი – Mental Health Center
Posted by ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი \ NPC – Girchi on Saturday, April 2, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა <3
Posted by Mariam Zhizhiashvili on Saturday, April 2, 2016
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ ს…
Posted by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო on Saturday, April 2, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა ???
Posted by Ani Shaverdashvili on Friday, April 1, 2016
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი საზოგადოების შენების ნაწილია. ასეთ საზოგადოება არავის გარიყავს, საკუთარ…
Posted by Giorgi Margvelashvili on Saturday, April 2, 2016
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა A photo posted by Tatia Morchadze (@tatiamorchadze) on
#გაზარდეაუტიზმისცნობადობა #სოლიდარობა A photo posted by ♍️ (@nainoungiadze) on
2016 წელს ამ დღის თემაა “აუტიზმი და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგი 2030 წლამდე: ინკლუზია და ნეირო მრავალფეროვნება”. გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის აუტიზმის მქონე პირთა აქტიური და თანაბარი მონაწილეობის აუცილებლობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოების ცხოვრებაში, რაც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი. ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევად და მათი პოტენციალის დაკარგვად მიიჩნევა.