საზოგადოება

გიგანტური ხაჭაპური ბათუმში[video]

28 ივლისი, 2011 •
გიგანტური ხაჭაპური ბათუმში[video]

ბათუმის კოლონადებთან  დღეს, საღამოს 7 საათზე, გიგანტური აჭარული ხაჭაპური მიიტანეს, რომელიც სახაჭაპურე „ოქროს გასაღებმა“ საგანგებოდ დაამზადა. ხაჭაპურის სიგრძე რეკორდული იყო, იგი რვა მეტრს აღწევდა.  გიგანტური ხაჭაპური ზუსტად წუთსა და 32 წამში გაქრა მაგიდიდან. „ეს რეკორდია“ – აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა, შარშან გიგანტური ხაჭაპურის შეჭმას დამსწრეებმა ხუთი წუთი მოანდომეს.

გასულ წელს მომზადებული ხაჭაპურის სიგრძე 6 მეტრი იყო. მის მოსამზადებლად ორი ტომარა ფქვილი, 80 კილოგრამი ყველი, 400 ცალი კვერცხი და 30 კილოგრამამდე კარაქი დაიხარჯა.

გიგანტური ხაჭაპური ხარისხის ნიშნის კვირეულის ფარგლებში მომზადდა, რომელიც კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება ბათუმში. კვირეულის ფარგლებში კომპანიებს საშუალება აქვთ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება, ასევე დაგეგმილი სიახლეები მომხმარებელს გააცნონ. იმართება პიარ-აქციები, დეგუსტაციები, გამოფენა-გაყიდვები, მასტერკლასები და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი