სამართალი

სასამართლომ პარლამენტართა სამივლინებო ხარჯები “პირად ინფორმაციად” მიიჩნია

28 აპრილი, 2011 • • 1342
სასამართლომ პარლამენტართა სამივლინებო ხარჯები “პირად ინფორმაციად” მიიჩნია

გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე საქართველოს პარლამენტის წევრთა სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვს. ჟურნალისტის ინტერესებს სასამართლოში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.

ემზარ დიასამიძე პარლამენტართა სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ითხოვდა. საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’ იურისტმა თამარ კორძაიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჟურნალისტის სარჩელის დაუკმაყოფილების  არგუმენტად მოსამართლემ განაცხადა, რომ ინფორმაცია პარლამენტართა სამივლინებო თანხების შესახებ “პირადი ცხოვრების სფეროს” განეკუთვნება.

“საია”-მ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მხარეებისთვის სხდომის ჩატარების თარიღი ორ კვირაში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი