სამართალი

პროკურატურამ სპირტის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა

27 აპრილი, 2011 • 2499
პროკურატურამ სპირტის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო კრედიტის მითვისებისებაში ბრალდებული ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მხილებულია 19 პირისაგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
გამოძიების მასალებით, “კასპის სპირტის ქარხნის (სს “საქართველოს ნატურალური პროდუქტების კომპანია”) დირექტორმა ვალტერ აბაშიძემ, გურჯაანის სპირტის ქარხნის (შპს “ტრიადა ჯგუფი”) დირექტორებმა მერაბ ჯიბუტმა და კარლო ჩაკვეტაძემ, დამფუძნებლებმა – ამირან გოგიძემ და დავით ფანჯაკიძემ, შპს “აგროგრუპის” დირექტორმა ლევან ვადაქარიამ და დანაშაულში მონაწილე სხვა პირებმა  მეთესლეობის პროგრამის განვითარებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ 2006 წელს ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში მიღებული თანხები, კერძოდ, 6 500 000 ლარი, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ნაცვლად, მთლიანად დააბანდეს სპირტის არალეგალურ, შავ ბიზნესში და ბოლო წლების მანძილზე უკანონოდ აწარმოეს და გაყიდეს 2 500 ტონა სპირტი. ამ საქმიანობის შედეგად დანაშაულებრივმა ჯგუფმა მიიღო 9 500 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი.”

ვალტერ აბაშიძე, მერაბ ჯიბუტი, კარლო ჩაკვეტაძე, ამირან გოგიძე, დავით ფანჯაკიძე და ლევან ვადაქარია პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალად ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, აგრეთვე, საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორგანიზებული დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით.

მასალების გადაბეჭდვის წესი