სამართალი

სანდრო ბრეგაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

12 აპრილი, 2011 •
სანდრო ბრეგაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ხულიგნობაში ბრალდებული ყოფილი პარლამენტარი – სანდრო ბრეგაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე დარბაზიდან გაათავისუფლა. მას სასჯელად 5- წლიანი პირობითი პატიმრობა და 6- წლიანი გამოსაცდელი ვადა შეეფარდა.

სანდრო ბრეგაძე სამართალდამცველებმა თებერვალში დააკავეს და მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში წაუყენეს, რაც ისეთი ქმედების ჩადენას გულისხმობს, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

სანდრო ბრეგაძე სამართალდამცველებმა თებერვალში თბილისში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, დააკავეს. ყოფილმა დეპუტატმა იმ დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბენზინგასამართის სადგურის დაცვის თანამშრომელს და ასევე, საკუთარი ავტომობილით დააზიანა ის მილი, რომლითაც საწვავს ასხამდა ავტომობილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ინფორმაციით, ბრეგაძემ დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც მასთან საპროცესო შეტანხმება გაფორმდა. პირობითი პატიმრობის გარდა, მას ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის – 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი