სამართალი

ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

30 მარტი, 2011 • • 1105
ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეზე განაჩენის გამოცხადება 1 აპრილამდე გადადიდო. ამის მიზეზი მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

ბიზნესმენები გასული წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით წაუყენეს, რაც ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, ფუქსმა და ფრენკელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს – ავთანდილ ხარაიძეს ქრთამის სახით 7 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს. ქრთამის სანაცვლოდ ხარაიძეს საქართველოს ხელისუფლება უნდა დაერწმუნებინა, რათა არ გაესაჩივრებინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ- დოლარი უნდა გადაეხადა.

ბიზნესმენების საქმე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. განაჩენის გამოცხადებას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოცზე მეტი მედიასაშუალების ჟურნალისტი ელოდებოდა, მათ შორის იყვნენ– BBC-ის, “ნიუ იორკ ტაიმსის” და ისრაელის მედიასაშუალების ჟურნალისტები.

ამავე თემაზე:

1. ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

2. მსჯავრდებულთა იურისტის შემაჯამებელი სიტყვის პირველი ნაწილი 23 მარტის სასამართლო სხდომიდან – ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

3. მსჯავრდებულთა იურისტის შემაჯამებელი სიტყვის მეორე ნაწილი 25 მარტის სასამართლო სხდომიდან – ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა


მასალების გადაბეჭდვის წესი