სამართალი

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი დააკავა

29 მარტი, 2011 • • 1308
პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი დააკავა

სამართალდამცავებმა „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი ლალი ლომიძე დააკავეს. ის ბანკის ცენტრალურ საცავში პასუხისმგებელ პირად მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული 2010 წლის განმავლობაში ლუქის დარღვევით, საქართველოს ბანკის საცავში შენახულ დალომბარდებულ ძვირფასეულობას იპარავდა.

გამოძიების ინფრომაციით, ლალი ლომიძე მოპარულ ნივთებს ამავე ბანკის სხვა ფილიალებში ალომბარდებდა.  შსს-მ უკვე გაავრცელდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება. ჩვენებიდან ირკვევა, რომ დაკავებული „საქართველოს ბანკში“ 1996 წლიდან მუშაობდა. გამოძიების ცნობით, მან ბანკს 11 ათასზე ლარზე მეტი ზარალი მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მიხევდით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი