სამართალი

ვატო ყიფიანი დაკავებულია

22 მარტი, 2011 • • 11028
ვატო ყიფიანი დაკავებულია

რუსული საინფორმაციო სააგენტო „როსბალტის“ ინფორმაციით, “დღეს მოსკოვში “კანონიერი ქურდი” ვატო ყიფიანი დააკავეს.”

სააგენტოს ინფორმაციით, „კანონიერი ქურდი“ ტვერსკის რაიონში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.”  „როსბალტის“ წყაროს ცნობით, რუს სამართალდამცავებს მიმართა მოქალაქემ, რომელმაც თქვა, რომ მისი მეგობარი ვატო ყიფიანმა გაიტაცა და გამოსასყიდს ითხოვდა. მისივე ინფორმაციით,  ყიფიანს გატაცებული პიროვნება სასტუმრო „მარიოტ გრანდ ჰოტელში“ ჰყავდა გამომწყვდეული, რომელიც მოსკოვში, ტვერსკის ქუჩაზე, დმებარეობს. გატაცებულის მეგობრის თქმით, ყიფიანი გამოსასყიდს, 750 ათას რუბლს ითხოვდა. სამართალდამცველებმა ყიფიანის დაკავების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ დატყვევებული პიროვნება 35 წლის ქართველია. „როსბალტის“ წყაროს ცნობით, ის „რუსეთში 90-იან წლებში მოკლული გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, ოთარ კვანტრიშვილის შვილი იყო.“

რუსული გამოცემისვე ინფორმაციით, 32 წლის ვატო ყიფიანი საქართველოში გავლენიანი “კანონიერი ქურდი“ იყო, რომელიც საქართველოდან უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. გამოცემა წერს, რომ 2009 წელს გამართულ “კანონიერი ქურდების“ შეკრებაზე ყიფიანს “კანონიერი ქურდის” წოდება ჩამოართვეს, რასაც ის არ დაეთანხმა.  „როსბალტის“ ცნობით, საქართველოს შსს-მ ყიფიანზე ძებნა 2010 წელს გამოაცხადა, რადგან მას კავშირი ჰქონდა იმ დროისათვის თბილისში გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ სამ ადამიანთან – გიორგი დემეტრაძესთან, დავით გაგნიძესა და კახა მისირელთან. გამოძიების ინფრომაციით, დაკავებულებსა და ვატო ყიფიანს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქისგან 140$ ათასის გამოძალვა ედებოდათ ბრალად. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით კი, ყიფიანი გამოძალველთა საქმიანობას უკრაინიდან წარმართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი