სამართალი

უკანონო აბორტის გაკეთებისთვის ექიმი დააპატიმრეს

16 მარტი, 2011 • • 913
უკანონო აბორტის გაკეთებისთვის ექიმი დააპატიმრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო აბორტის გაკეთებაში ბრალდებულ 63 წლის ექიმს ნადეჟდა გაბრიჩიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად უკანონო სამედიცინო საქმიანობა ედება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ექიმს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წაუყენეს, რაც 5 ან 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნადეჟდა გაბრიჩიძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა 9 თვის ორსულ 29 წლის ნანა სულუხიას აბორტი გაუკეთა, რის შემდეგაც სულუხიამ ღუდუშაურის კლინიკაში მკვდარი ბავშვი გააჩინა. ბავშვს აღენიშნებოდა დაზიანებები, ასევე, მოჭრილი ჰქონდა სხეულის ნაწილები. ნაყოფის ხელოვნურად დაზიანებისთვის ბრალს ნანა სულუხიასაც წაუყენებენ. ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნადეჟდა გაბრიჩიძე არალეგალურ აბორტებს წლების განმავლობაში აკეთებდა. ეჭვმიტანილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. წინასასამართლო მოსმენა 5 მაისს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი