ნეტგაზეთი | დევნილის სასამართლო პროცესი კომპენსაციის მისაღებად დევნილის სასამართლო პროცესი კომპენსაციის მისაღებად – Netgazeti
RU | GE  

დევნილის სასამართლო პროცესი კომპენსაციის მისაღებად

აგვისტოს ომის შემდეგ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ედგარ ყაზახაშვილი ლტოლვილთა სამინისტროსგან კომპენსაციის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობს. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 11 საათზე, განიხილავს. მოსამართლე ნათია ჯორბენაძეა.

ედგარ ყაზახაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფელ თამარაშენში მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრობდა. ომის შემდეგ კი კომპენსაცია მხოლოდ მის მშობლებს მისცეს. ყაზახაშვილს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მას კომპენსაცია არ ეკუთვნოდა, რადგან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

ედგარ ყაზახაშვილი სასამართლოში ეცდება დაამტკიცოს, რომ  ომამდე თამარაშენში ცალკე ოჯახად ცხოვრობდა. მის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი