სამართალი

საქართველოში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს

25 იანვარი, 2016 • 1088
საქართველოში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო წესების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანისას სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ვაჰაგნ თადევოსიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ავტომანქანაში, რომელსაც თავად მართავდა, მოაწყო სპეციალური სამალავი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაშიც იგულისხმება “საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით” და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი