ნეტგაზეთი | რამდენი პატიმარია საქართველოში? რამდენი პატიმარია საქართველოში? – Netgazeti
RU | GE  

რამდენი პატიმარია საქართველოში?

დღეს პარლმენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურისდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელის, გია ცაგარეიშვილის კითხვას, თუ რამდენი პატიმარია საქართველოში, უპასუხა,– 23 ათას 300.

„ეს მონაცემი ღიაა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზეც დევს“, –განაცხადა მინისტრმა.

ცაგარეიშვილმა მინისტრს წამების საწინააღმდეგო კომისიის დასკვნის შესახებაც კითხა, რომლის მიხედვით, პატიმრების მდგომარეობა მძიმეა.

„ნუ აპელირებთ ძველი მონაცემებით. ეს მონაცემი 2009 წლისაა. ამის შემდეგ ბევრი გაკეთდა. ქსანში აშენდა ახალი ევროპული სტანდარტის სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო პროგამები, ტარდება ლექციები, აშენდა პურის ქარხანა“, –განაცხადა კალმახელიძემ.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ერთ წელიწადში აშენდება ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისათვის ახალი კორპუსი.

„იქამდე კი ერთი წელია და შეგიძლიათ ამ თემითაც აპელირება“,–იხუმრა მინისტრმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge