სამართალი

ზუგდიდის საოლქო პროკურორს მესამე დღეა ეძებენ

16 იანვარი, 2016 • 1459
ზუგდიდის საოლქო პროკურორს მესამე დღეა ეძებენ

ვახტანგ ქირია სახლიდან 3  დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. პროკურატურის ცნობით, ის ამ დროის განმავლობაში არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახის წევრებთან არ გადის კონტაქტზე.

პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სამუშაოები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

ოჯახის წევრები “რუსთავი 2”-თან აცხადებენ, რომ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია და ელოდებიან გამოძიების შედეგებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი