სამართალი

სასამართლომ ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვის საქმეზე გაამართლა

14 იანვარი, 2016 • 2039
სასამართლომ ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვის საქმეზე გაამართლა

საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალ ,,ლიბერალის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორ ირაკლი აბსანძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბსანძის უფლებებს სწორედ საია იცავდა.

ირაკლი აბსანძის მიმართ გამოძიება 2013 წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაიწყო ( სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.

“პროკურატურის ინფორმაციით, მეგობრის მიერ ირაკლისათვის გამოგზავნილ ამანათში ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მიუხედავად ამისა, პროკურატურამ უარი არ თქვა ბრალდებაზე და მოითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა,”– აცხადებს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი