სამართალი

საქართველოს პარლამენტის წევრები არასრულწლოვანი მსჯავრებულის შეწყალებას ითხოვენ

2 ნოემბერი, 2010 • • 1397
საქართველოს პარლამენტის წევრები არასრულწლოვანი მსჯავრებულის შეწყალებას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ლორთქიფანიძე, გია ცაგარეიშვილი, ლევან ვეფხვაძე საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულ გვანცა ყუფარაძის უპირობო შეწყალებას სთხოვენ.

დღს გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ 18 წლის მოზარდი უკვე 4 წელია მოზრდილთა საპყრობილის რეჟიმში იხდის სასჯელს, აქედან 20 თვე მან სამარტოო საკანში გაატარა.

პარლამენტის წევრების თქმით, გვანცა ყუფარაძის მიმართ დარღვეულია გაეროს მიერ დაწესებული სტანდარტები და ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, გია ცაგარეიშვილი, ლევან ვეფხვაძე პრეზიდენტს სთხოვენ, 23 ნოემბერს დაგეგმილი შეწყალებისათვის გვანცა ყუფარაძის საქმეც განიხილონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი