სამართალი

იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს ძარცვის ბრალდებით

29 აგვისტო, 2023 • 1756
იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს ძარცვის ბრალდებით

იტალიაში დააკავეს საქართველოს რვა მოქალაქე – მათ ქალაქ სალერნოში ბინების და კომერციული ობიექტების ძარცვა და მოპარულის შემდგომი გასაღება ედებათ ბრალად, იტყობინება „გაზეტა დი სალერნო“.

პოლიციის ცნობით, მათი უმრავლესობა იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

იტალიელი სამართალდამცავების განცხადებით, რვა თვის განმავლობაში ბრალდებულთა ჯგუფამ მოიპარა ძვირფასეულობა და ელექტრონული პროდუქცია, რომლის ჯამური ღირებულებაც შეადგენს ასი ათას ევროს.

კომენტარი ბრალდებულთა დაკავებაზე გააკეთა იტალიის შსს-ს ხელმძღვანელმა და კმაყოფილება გამოხატა პოლიციის მუშაობით.


გარეკანის ფოტოზე: იმ ნივთთა ნაწილი, რომელთა მოპარავაშიც დაკავებულებს ადანაშაულებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი