სამართალი

მიხეილ სააკაშვილი: ,,ინვესტორს როგორ უნდა ჩაუჯდეს ვინმე წილში აუხსნიან ამას კარგად საპატიმროში’’

14 ივლისი, 2010 | | 973
მიხეილ სააკაშვილი: ,,ინვესტორს როგორ უნდა ჩაუჯდეს ვინმე წილში აუხსნიან ამას კარგად საპატიმროში’’

ჯაფარიძეების შეწყალების წერილს საქართველოს პრეზიდენტი არ მიიღებს, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შოთა, ტარიელ, დავით ჯაფარიძეები და ნელი ნავერიანი, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს, 7 ივლისს მესტიაში სპეცოპერაცისას აიყვენეს. დაკავებულებს კანადელ ინვესტორისაგან ფულის გამოძალვა ედებათ ბრალად.

სააკაშვილმა ჭიათურ-მარგანეცი მოიყვანა მაგალითად და თქვა, რომ ის წილი, რომელიც მის ბაბუას, ჯიგო აბაშიძეს ეკუთვნოდა, მან დათმო. საქართველოს მთავრობამ კი გაყიდა.

,,უცხოელ ინვესტორებს როგორ უნდა ჩაუჯდეს ვიღაც წილში, აუხსნიან კარგად საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში მრავალი წლის განმავლობაში.  ტყუილად ნუ მომაწოდებენ მათი შეწყალების წერილის, დავუბრუნებ უკან ძალიან ცივად, იმიტომ, რომ ტრადიცია– სიღარიბის, კრიმინალის, თავზეხელაღებულობის და ბანდიტიზმისა აღარ არსებობს”,-განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის აღორძინებაძე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ინვესტორს ვინმე ცუდად გასცემს პასუხს, ეს ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ გაწირავენ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს სიღარიბისათვის.

მიხეილ სააკაშვილმა ამ ფაქტს ანომალური მოვლენა უწოდა და თქვა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, მთელი პასუხისმგებლობით აგენს პასუხს კანონისა და საზოგადოების წინაშე.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს მესტიაში ყველა სკოლას ეყოლება ინგლისურენოვანი მასწავლებელი  და ყველა პირველკლასელს გადასცემენ კომპიუტრებს.

,,ჩვენ ვქმნით სხვა საქართველოს, სადაც არავინ არ იქნება განწირული, რომ იცხოვროს სიღარიბეში”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

კრება მდუმარე სვანეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი