სამართალი

აშშ-დან კიდევ ერთი პიროვნება გააძევეს

14 ივლისი, 2010 • • 1132
აშშ-დან კიდევ ერთი პიროვნება გააძევეს

Associated Press-ის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პიროვნება გააძევეს. ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით, ეჭვმიტანილი ალექსეი კარეტნიკოვის სახელით არის ცნობილი.

”ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით კარეტნიკოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის ოქტომბერში ჩავიდა და ამერიკის საემიგრაციო წესები დაარღვია,”- აცხადებს Associated Press-ი .

აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თუ კარეტნიკოვი აშშ-ში მთავრობის ნებართვის გარეშე შეერთებული შტატების საზღვრებს კიდევ გადაკვეთს, მას სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.

კარეტნიკოვი ჯაშუშობას არ აღიარებს და თავს დამნაშავედ მხოლოდ საემიგრაციო კანონის დარღვევაში ცნობს.

კარეტნიკოვი, Associated Press-ის მონაცემებით,  მეთორმეტე პირია, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ყველა დაკავებულის დეპორტაციის გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სასამართლომ გასულ კვირას მიიღო.

Associated Press-ი იუწყება, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული თითქმის ყველა პიროვნება ნიუ იორკის, ბოსტონისა და ვაშინგტონის შემოგარენში ცხოვრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი