სამართალი

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულთა დაკავება

13 ივლისი, 2010 • 2345
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულთა დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა. ხონში მცხოვრებ ათ ბრალდებულს ადგილობრივი ბიზნესმენის დაშანტაჟებაშიც ედება ბრალი.

”შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ქურდული სამყაროს წევრები: შოთა ჭავჭანიძე, თეიმურაზ გორდაძე, კახა კენჭოშვილი, კახა ვაჭარაძე, კობა ქურასბედიანი, კობა კაკაურიძე, მურმან წივწივაძე, ზურაბ წივწივაძე , დიმიტრი ბუღაშვილი და გიორგი ჩანქსელიანი,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ ძირითად სამხილად ბრადებულების სატელეფონო ჩანაწერი გამოიყენა. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ბრალდებულებს კავშირი რუსეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდ ნოე წულაიასთან და ქსნის კოლონიის პატიმარ რევაზ ჩაკვეტაძესთან ჰქონდათ.

ისინი ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელის ვინაობასაც პოლიცია არ ამხელს,  ფულს სძალავდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, საბრძოლო მასალა, გადაჭრილი თოფი ე.წ ”აბრეზი”.

საქმე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 (1)-ე (ქურდული სამყაროს წევრობა), 239-ე (ხულიგნობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით არის არძრული. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.

დაკავებულებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, სასამართლომ  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეჭვმიტანილებს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა ელით.

მასალების გადაბეჭდვის წესი