სამართალი

მედიისთვის დახურული სასამართლო

12 ივლისი, 2010 • 2045
მედიისთვის დახურული სასამართლო

არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი და რა პრობლემები აქვს მედიას– ეს ის საკითხებია, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოსულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს აინტერესებთ.  აი, მაგალითი:

როგორ ფიქრობთ, წარმოადგენს თუ არა  საჯარო ინფორმაციის გაცემა სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციას?

 კანონის მიხედვით კი. ქართული სასამართლოს მიხედვით არა.

აი, რა ინფორმაციას ითხოვდა „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნათია როყვა  ხელვაჩაურის სასამართლოსგან:

1.         2004-2009 წლებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განხილული საქმეების სატელეფონო მოსმენების ნებართვების სტატისტიკა და მოსამართლის შესაბამისი ბრძანების ასლები;

2.         2004-2009 წლებში დაუყოვნებლივ განხორციელებული სატელეფონო მოსმენების სტატისტიკა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი ბრძანებების ასლები;

3.         ზემოაღნიშნული პერიოდში რომელი სტრუქტურა (სტრუქტურები) მომართავდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოსმენების ნებართვის თხოვნით (გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი მომართვების ასლები);

4.         2004-2009 წლებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიერ განხილული იმ სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალი, რომლებზედაც სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა სატელეფონო მოსმენები, როგორც მტკიცებულება.

გთავაზობთ სასამართლოს 2 პასუხს. მათგან ერთი პასუხია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე, მეორე კი ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომელიც ჟურნალისტმა ნათია როყვამ მას შემდეგ შეიტანა სასამართლოში, რაც მისთვის სასურველი ინფორმაცია ვერ მიიღო:

 

იხილეთ ასევე ადმინისტრაციული სარჩელი:

მასალების გადაბეჭდვის წესი