სამართალი

შაქრო კალაშოვი დააკავეს

7 ივნისი, 2010 • • 1529
შაქრო კალაშოვი დააკავეს

ესპანურმა პოლიციამ შაქრო კალაშოვი დააკავა. ინფორმაცია გუშინ გაავრცელა ესპანურმა გაზეთმა ელ მუნდმა, სამართლამდაცავებზე დაყრდნობით. შაქრო კალაშოვი მას შემდეგ დააკავეს, რაც ესპანეთმა საქართველოსგან მისი ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

ესპანეთში იმყოფებოდა ქართული დელეგაციაც, შსს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი. მათ, კოლეგებთან ერთად, კალაშოვის ექსტრადაციის საკითხი დააყენეს.  ისინი ესპანეთში კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ ჩავიდნენ. ქართული დელეგაცია დღეს გამთენიისას დაბრუნდა. როგორც თინა ბურჯალიანმა აღნიშნა, კალაშოვის ექსტრადირება არა არის ისეთი საკითხი, რომელიც რამდენიმე დღეში გადაწყდება.
ქართულმა დელეგაცია, აგრეთვე, ნუგზარ ბოჭორიშვილის ექსტრადაციასაც ითხოვს, თუმცა იგი დაკავებული არ არის და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ესპანურმა პოლიციამ შაქრო კალაშოვს 20 მილიონი ევრო და 7,5– წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ფულის გათეთრებისთვის, თუმცა დაკავების ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა.  
სააგენტოების  ცნობით, კალაშოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი ჰავიერ გომეს დე ლიანო კი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი