გენო მალაზონია, ბიზნესმენი და ყოფილი მაღალჩინოსანი, დაკავებულია

გენადი მალაზონია, სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტის“ გენერალური დირექტორი გუშინ დააკავეს. პროკურატურა მალაზონიას გადასახადების დამალვასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, ასევე, ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს.

გენადი მალაზონია, სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტის“ გენერალური დირექტორი გუშინ დააკავეს. პროკურატურა მალაზონიას გადასახადების დამალვასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, ასევე, ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს.

8 წლის განმავლობაში მალაზონია საბანკო ბიზნესში იყო, ხოლო 5 წელი, საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე იმსახურა: იყო საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (1999-2000), საქართველოს ეკომონიკის, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მრჩეველი და შემდეგ მოადგილე (2001), საქართველოს ანტიმონოპოლური სამსახურის უფროსი (2001), ქონების მართვის მინისტრის მოადგილე (2001-2003), განათლების, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილე (2003-2004), სახელმწიფო მინისტრის კადრების უფროსი (2004).

„ენერჯი ინვესტი“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი მიზანია, საფინანსო რესურსების მოზიდვა და საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. 2005 წლიდან მის მფლობელობაშია რუსთავის აზოტის ქარხანა (20 მილიონი დოლარის ინვესტიციით). ოთხი წლის წინათ „ენერჯი ინვესტმა“ გარდაბანში აირტურბინული ელექტსოსადგურის მშენებლობა ოთხ თვეში დაასრულა (870000000 კვტსთ ელექტროენერგიის გამომუშავების პოტენციალით). „ენერჯი ინვესტის“ შვილობილი საწარმოებია: „კოსმეტიკა“ (კოსმეტიკური საშუალებების წარმოება), „ტომარა“ (პოლიეთილენის პროდუქციის წარმოება) და „ენერჯი ბროკერი“ (საბაჟო-საბროკერო მომსახურება).

საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სს “ენერჯი ინვესტის” ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის პრეს-ცენტრში აცხადებენ, რომ, ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადების გაკეთებას არ აპირებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge