კომახიძეები რეალ ტვ-ის წინააღმდეგ

ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ და მისმა შვილმა რეალ ტვ-ის წინააღმდეგ  თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ და მისმა შვილმა რეალ ტვ-ის წინააღმდეგ  თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ვახტანგ და  კონსტანტინე კომახიძეების ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის   მედიის სამართლებრივი ცენტრი დაიცავს.

სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში საიას წარმომადგენლებმა  დღეს შეიტანეს. ვახტანგ კომახიძე, (ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ შვეიცარიის სახელმწიფოს სთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი ) და კონსტანტინე კომახიძე (ვახტანგ კომახიძის შვილი) სარჩელით მოითხოვენ ცილისწამების, პატივის და ღირსების შელახვის, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფისთვის ზიანის ანაზღაურებას.

საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 9 თებერვალს “რეალ TV”-ის გადაცემაში გასულ სიუჟეტში, რომელიც მიეძღვნა ვახტანგ კომახიძის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის გადაწყვეტილებას, გადმოცემულია, არსებითად, მცდარი, ცილისმწამებლური ფაქტები.

” მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ კომახიძე საჯარო პირია, გადაცემით დაირღვა სამართლიანი ბალანსი გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სამართლიანი ბალანსის დარღვევამ შელახა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული მათი პატივისა და ღირსების უფლება”,-ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე