ნეტგაზეთი | ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზი ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზი – Netgazeti
RU | GE  

ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზი

ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი მიზეზი არ იყო ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს.

 ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი მიზეზი არ იყო ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს.

მაგრამ საბოლოო რაპორტში, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ მოამზადა, ნათქვამია, რომ ქუმარიტაშვილის მოქმედება ტრასაზე, გახდა კატასტროფის მიზეზი. სპორტსმენი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან გადავარდა, სადაც ის მეტალის ბარჯს შეეჯახა.

რაპორტი, რომელიც დაახლოებით 20 გვერდამდეა , არ შეიცავს რეკომენდაციებს, მაგრამ ნათქვამია, რომ ათლეტები სიჩქარეს უფრო სწრაფად ავითარებდნენ, ვიდრე  136 კილომეტრი საათშია, რომელიც დადგენილია ტრასის დიზაინერ უდ გარგელის მიერ. სიჩქარის მაქსიმუმი, 153,98 წამია, განვითარებული გერმანელი ფელიქს ლოხის მიერ. კუმარიტაშვილმა კი დაშვებისას 145კმ/ს განავითარა.

რაპორტი ასევე გაურკვევლად ტოვებს მომავალს, რომელიც 119 მილიონი დოლარის ღირებულების უისტლერის სლაიდ ცენტრს ეხება. საერთაშორისო საციგაო ფედერაციამ ქუმარიტაშვილის დაღუპვის შემდეგ მისცა ორგანიზატორებს ინსტრუქციები 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე,რომ ტრასა უდ გარგელის კალკულაციებს არ უნდა გასცდეს. რაპორტში რამდენიმე გვერდი ეთმობა სპორტსმენების კვალიფიკაციის პროცესს და ასევე არის ნოდარ ქუმარიტაშვილის გახსნება. მაგრამ არაფერია ნათქვამი ტრასის კონსტრუქციის ისტორიაზე, ტექნიკურ დიზაინზე. აღნიშნული ტრასა დღეს ყველაზე სწრაფ და ტექნიკურად რთულ ტრასად ითვლება მსოფლიოში.

ამ კითხვებს შესაძლოა პასუხი გასცეს გამოძიებამ,რომელსაც ბ.ს კორონერ სერვისი აწარმოებს,  და რომლის დასკვნაც მოგვიანებით იქნება ცნობილი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ „დაკვირვებით შეისწავლიან რაპორტს და შემდეგ გააკეთებენ განმარტებებს.“

ჯონ ფარლოგი, ვანკუვერის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი, რაპორტის გამოქვეყნების შემდეგ ამბობს, რომ „საგამოძიებო რაპორტი შეიქმნა იმისთის, რომ გაირკვეს რა მოხდა საბოლოო ჯამში და ფატალური სავარჯიშო დაშვება, იყოს გაკვეთილი, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ მოხდეს.“

რომ სცოდნოდათ, რომ ტრასა იმაზე სწრაფი იყო, ვიდრე დაგეგმილია, ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია შეცვლიდა დაშვების ტაქტიკას, ყველა ათლეტს მისცემდა რეკომენდაციას, რომ დაშვება დაბალი სიჩქარით დაეწყოთ.

ქუმარიტაშვილის შემთხვევა ვერ იქნებოდა წინასწარ გათლილი, ნათქვამია რაპორტში. სამაგიეროდ ნათქვამია, რომ ოფიციალურმა პირებმა გადახედეს ვიდეოებს და დაასკვნეს, რომ ქუმარიტაშვილი მეთექვსმეტე შესახვევში შევიდა, აღმოჩნდა, რომ მასზე მთელი დატვირთვით მოქმედებდა მიზიდულობის ძალა. მისი ერთ–ერთი ხელთათმანიანი ხელი დაეცა ყინულზე და მისი მარჯვენა მხარი კი ქვედა მიმართულებით გადავარდა.

რაპორტით მოკვლეულმა შედეგმა აჩვენა, რომ მისი საბედისწერო დაშვებისას, ნოდარმა მართვისას დაუშვა შეცდომისას. ეს შეცდომა დაიწყო მე–15, მე–16 მოსახვევიდან, რომელმაც ის უკვე მოაშორა ტრასას და შესაბამისად მიეჯახა ჯებირს. ტრავმა მიიღო თავის ქალაზე ძლიერი დატყმის შედეგად, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენი ციგიდან ამოვარდნისას, ტრასიდან გადავარდა. ყველა სხვა შემთვევაში სპორტსმენები, ტრასიდან არ ვარდებოდნენ, შესაბამისად, მსგავსი ტიპის უსაფრთხოების ზომები არ იყო მიღებული.

რაპორტის ამ ნაწილში გარკვევა სჭირდება საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს. მისი ვიცე–პრეზიდენტი, ვახტანგ გეგელია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ დოკუმენტს ახლა თარგმნიან და სპეციალურ ექსპერტს სთხოვენ განმარტოს ის დეტალები, რომლითაც სპორტსმენის სიკვდილის მიზეზია ახსნილი.

„მეოთხე თავში, სადაც ტექნიკური დეტალებია, ჩვენ სპეციალური კონსლულტაციები უნდა გავიაროთ“,ამბობს გეგელია, „კარგია, რომ დასკვნა დაიდო, დასკვნა იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ქართულ მხარეს რამე არ მოეწონა, ჩვენ მოვედავოთ.“

35 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოციგავე ტრასაზე გარდაიცვალა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე