სამართალი

სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ

8 აგვისტო, 2011 • 1153
სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში მეორე დღეა იხილავს  ყოფილი სახალხო დამცველის  სარჩელს “სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ”.

დავის საგანი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის `ა` ქვეპუნქტია  სიტყვების `საქართველოში მცხოვრებ” და “საქართველოს” კონსტიტუციურობაა.

 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.

სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ (სადავო ნორმის მიხედვით) კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება არ აქვთ: ფიზიკურ პირებს, თუ ისინი არ ცხოვრობენ საქართველოში ასევე, იურიდიულ პირებს თუ ისინი არ არიან რეგისტრირებული საქართველოში, რაც მოსარჩელის აზრით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმად “ყოველ ადამიანს აქვს თავის უფლებისა და თავისუფლების დასაცავად მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს”.

ყოფილი სახალხო დაცველის წარმომადგენლის განმარტებით, 2004 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს საფრანგეთის მოქალაქეებმა, მაგრამ მათი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ იმ მოტივით არ მიიღო, რომ ისინი არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

სოზარ სუბარმა – საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ეს სარჩელი 2008 წელს შეიტანა სასამართლოში. მიმდინარე წლის 23 მარტს კი დაიწყო საქმის არსებითად განხილვა. საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლე, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი სარჩელს რამდენიმე საათის განმავლობაში იხილავდა. მოსარჩელის ინტერესებს იურისტები გიორგი მშვენიერაძე და თამარ ჭარბაძე იცავდენ, ხოლო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, პარლამენტარი პავლე კუბლაშვილია.  

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პაპუაშვილმა, მხარეებთან შეთანხმებით,  სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს ფოტოსა და ვიდეოს გადაღების უფლება მისცა. პაპუაშვილმა ასევე განმარტა, რომ პროცესში მესამე მხარედ ჩართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ისურვა, თუმცა საიას შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პაპუაშვილმა სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მოიწვია საკონსტიტუციო სასამართლომ ექსპერტები, რომლებმაც ამ სარჩელზე კონკრეტული მოსაზრებები და დასკვნები მოამზადეს, რაც მისი თქმით, მხარეებს გადაეგზავნათ. საქმის არსებითად განხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი