სამართალი

საქართველომ 37 ქვეყანასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართა

3 მარტი, 2022 • 26777
საქართველომ 37 ქვეყანასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართა

მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოც შედის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.

ინფორმაცია ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაავრცელა.

გარდიანის ცნობით, ICC-ის წესებით ეს მიმართვა გამოძიებას დააჩქარებს, რადგან პროკურორს მის დასაწყებად აღარ დასჭირდება მოსამართლეებისაგან ნებართვის მიღება.

ქვეყნების ჩამონთვალის სრულად.
1 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე „სავარაუდო ომის დანაშაულებისა“ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

„არსებობს გონივრული საფუძველი, რათა ვიფიქროთ, რომ ჩადენილია როგორც სავარაუდო ომის დანაშაულები, ასევე დანაშაულები კაცობრიობის წინაშე“, – განაცხადა კარიმ ხანმა, ICC-ის პროკურორმა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი ომში აკრძალულ იარაღს იყენებს, ასევე ბომბავს ქალაქებს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

განახლება, 04:23 სთ

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა სია, ცნობილი გახდა, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს, საქართველოც შედის. ეს სტატიასაც დაემატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი