სამართალი

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ცოტნე გამსახურდია მოინახულეს

5 მარტი, 2010 • 1410
ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ცოტნე გამსახურდია მოინახულეს

ცოტნე გამსახურდია, რომელიც  მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, დღეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

 როგორც ცოტნე გამსახურდიამ განუცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, მას სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან პრეტენზიები არ გაქვს.

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაში დასდეს ბრალი, კონკრეტულად კი, ის 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს რუსეთთან კავშირის გამო დაადანაშაულეს. Aასევე, მას ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ ტარებაში ედება.

 ცოტნე გამსახურდია თავიდანვე უარყოფდა  ბრალდებას და 30 ოქტომბრიდან შიშმლილობს, რის გამოც რამდენჯერმა ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.

 დღეს, მან სახალხო დამცველებს განუცხადა, რომ 27 თებერვალს მასთან საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, ილია მეორე იყო მისული და პატრიარქთან შეხვედრის მეორე დღესვე შიმშლობა შეწყვიტა. როგორც  ცოტნე გამსახურდია ამბობს, ამჯამად ის თავს ნორმალურად გრძნობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი