სამართალი

გამოცდები პროკურორობისთვის

5 მარტი, 2010 • 1981
გამოცდები პროკურორობისთვის

ხვალ, 6 მარტს, 624 პირი  პროკურორების გამოცდას ჩააბარებს.

პროკურორების საკვალიფიკაციო გამოცდა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდება 

გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა  საქართველოს   მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სამართალწარმოების ენას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კომისიაში პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად საბუთები სულ  624-მა  მსურველმა შეიტანა. 

გამოცდა ჩატარდება ტესტური მეთოდით, ერთ ტურად.

პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი