,,საპროცესო შეთანხმებები საქართველოში უკიდურესად ლიბერალური და თითქმის შეუზღუდავია”- არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელიც ამ თემაზე სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2009 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინაში საპროცესო შეთანხმებებიდან 32 760 994 ლარი შევიდა. თუმცა აქვე აღნიშნულია ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში საპროცესო შეთანხმებიდან მიღებული თანხების შესახებ ცალკე პუნქტი არ არსებობს.
,,ნეტგაზეთთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სკრივენერი აცხადებს: ,,საქართველოს პროკურატურას მივმართე თხოვნით მოეწოდებინა სტატისტიკა, თუ რა თანხა შედის ყოველწლიურად ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებებიდან, თუმცა მათგამ მხოლოდ 2009 წლის პირველი რვა თვის მონაცემები მივიღე“
საქართველოს სამართლებრივ სისტემაში საპროცესო შეთანხმების შემოღება 2004 წლიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად მას მხოლოდ კორუფციული შემთხვევების დროს მიმართავდნენ, ბოლო დროს კი თითქმის ყველა სახის სისხლის სამართლის დანაშაულებისას გამოიყენება.
სტატისტიკური მონაცემებეით, როგორც ანგარიშშია მითითებული, 2009 წელს საქართველოში საპროცესო შეთანხმებების რიცხვი დანაშაულთან მიმართებაში 56,9%–ია. რაც 2005 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „ნეთგაზეთმა“ მონაცემები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერძე დაგაამოწმა.
,,ეს რიცხვები ცხადყოფს, რომ საპროცესო შეთანხმება საქართველოს სამართლებრივი სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ჩანს ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სამართლებრივ მექანიზმს დადებითად აფასებენ“-ნათქვამია ანგარიშში.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში საპროცესო შეთანხმებების დადებით და უარყოფით მხარეებზეა ყურადღება გამახვილებული.
,,აკადემიურ ლიტერატურაში საპროცესო შეთანხმების მხარდასაჭერად რამდენიმე ძირითადი არგუმენტია მოცემული. მათ ეყრდნობიან მისი ქართველი მხარდამჭერებიც, ესენია: საპროცესო შეთანხმება, როგორც: 1) ანტიკორუფციული ღონისძიება (ყველაზე გავრცელებული არგუმენტი), 2) სასამართლოებში დაგროვილი განსახილველი საქმეების რაოდენობის შემცირების საშუალება, 3)საპატიმროებში ადგილების ნაკლებობის პრობლემის მოგვარების გზა და 4)ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი’’-ნათქვამია ანგარიშში’’
არასამთავრობო ორგანიზაცია საპროცესო შეთანხმებების გამოყენებას, როგორც ანტიკორუბციული ღონისძიებას, წარმატებულად განიხილავს. მისი შემოღების შემდეგ სახელმწიფომ კორუბციაში ეჭვმიტანილი არაერთი მაღალჩინოსანი დააკავა. გათავისუფლების მოპოვების სანაცვლოდ კი დაკავებულებმა, საპროცესო გარიგებით ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალი აანაზღაურეს.
სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით საპროცესო შეთანხმებების მიზანია ადგილების განთავისუფლება იმ საქმეებისთვის, რომელიც სასამართლო განხილვას ,,იმასახურებს’’ ანუ ეს ერთგვარი საშუალებაა სამართალთლებრივ სისტემაში არსებული ურიცხვი საქმეების გაცხრლვის. 2008 წლის მონაცემებით საქართველოში 17 659 საქმე არიძრა. საქართველოში კი სულ 281 მოხელეა. ეს კი იმას ნიშნავ, რომ ერთ მოსამართლეზე 15 393 კაცი მოდის. ,,ყველა ამ საქმემ სასამართლოში რომ სრული პროცესი გაიაროს, საქართველოს სასამართლო სისტემა შესაძლებელია გადაიწვას“_აღნიშულია კვლევაში.
საპროცესო შეთანხმების საჭიროება პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარების ამსახველი სტატისტიკითაც დასტურდება. 2007 წლის მონაცემებით ციხეებში იმაზე მეტი ადამიანი იხდიდა სასჯელს, რამდენი ადგილიც, რეალურად , იქ იყო. ანგარიშში მოყვანილია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის დავით მანაგაძის კომენტარი:
,,ახლა თუ 20 000 პატიმა გვყავს, საპროცესო გარიგება რომ არ იყოს 40 000 გვეყოლებოდა’’. მიუხედავად ამისა, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შექმნილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპროცესო გარიგების არსებობის შემთხვევაშიც კი საქართველოს უკვე სჭირდება მეტი ციხე.
ზოგადად აღიარებულია, რომ საპროცესო შეთანხმება ხელს უწყობს ორგანიზებული დანაშაულის შემცირებას. პრინციპი აქაც მარტივია_ ბრალდებულს გათავისუფლებას ან სასჯელის შემსუბუქებას სთავაზობ, თუ ის დამნაშავეთა ჯგუფის წევრებზე ინფორმაციას მოგაწვდის ან უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულის გამოძიებაში დაგეხმარება. იყო თუ არა ეს პრინციპი გამოყენებული საქართველოში ამაზე კვლევა ზუსტ პასუხს ვერ იძლევა.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს საპროცესო შეთანხმებების უარყოფითი მხარებიც მოყავს.
,,არასამთავრობო ორგანიზაციის – `კანონი ხალხისათვის~ – წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა მას `არა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ ფულის კეთების ინსტიტუტი~ უწოდა. `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ იურისტის, ნათია კაციტაძის თქმით, `საპროცესო შეთანხმებების დიდი უმრავლესობა ფულადი ჯარიმის გადახდას შეეხება~. მართლაც, ყველა
იურისტმა, რომელსაც `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო~ ესაუბრა, ქართული საპროცესო შეთანხმების უმთავრეს ნაკლად `თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გადახდის~ პრაქტიკა დაასახელა’’_ნათქვამია ანგარიშში.
იმის გამო რომ საპროცრესო შეთანხმებები სისხლის სამართლის დანაშაულებზეც ვრცელდება, იურისტების აზრით, ამ სისტემას მთავარ დანიშნულებას უკარგავს.
`ის დანაშაულის პრევენციის საშუალება აღარ არის, ვინაიდან შესაბამისი თანხის გადახდით ნებისმიერი დანაშაულის გამოსყიდვა შეგიძლია~_ამბობს ,,საქართველოს რესპუბლიკური პარტის’’ იურისტი ირაკლი ხორბალაძე.
კვლევა საპროცესო გარიგებების გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც აყენებს პრობლემას. არასამთავრობო არგანიზაცის მრავალი თხოვნის მიუხედავდ მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობისაგან საპროცესო გარიგებების სრული სია გამოეთხოვათ. საქართველკოს პროკურატურში ამას პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებათა დარღვევად აფასებენ და ამიტომ საპროცესო გარიგებების სიასაც ასაიდუმლოებენ.
კვლევაში კი ნათქვამია:,,თუკი საპროცესო შეთანხმების მიზანი დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფზე ინფორმაცის მიწოდება იყო, მაშინ ინფორმაცის დახურვა სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა შემთხევევაში კი გაუგებარია ამგვარი სის არასაჯაროობა. სხვა თუ არაფერი, საპროცესო შეთანხმებები სასამართლო პროცესებზე მტკიცდება, ამ პროცესებზე დასწრება კი თავისუფალია”
2009 წლიდან საპროცესო გარიგებებით შემოსული თანხა პირდაპირ სახელმწიფო ხაზინაში ირიცხება. პრობლემად რჩება ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში საპროცესო შეთანხმებებზე ცალკე პუნქტი არ არის და, შესაბამისად, არ ჩანს, თუ რა თანხა შედის ყოველწლიურად ბიუჯეტში ამ მექანიზმის გამოყენებით.
საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი უკუჩვენება, მისი კრიტიკოსების
აზრით, მოსამართლეებისა და ადვოკატების დასუსტების ხარჯზე
პროკურორების გაძლიერებაა. ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ თუ ჩვეულებრივ სისტემაში დაცვამ მოსამართლე ან ნაფიცი მსაჯულები მისი დაცვის ქვეშ მყოფის
უდანაშაულობაში უნდა დაარწმუნოს, საპროცესო შეთანხმების დროს არბიტრი პროკურორია. გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს და დაცვის მხარემაც მოლაპარაკება მასთან უნდა აწარმოოს. საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პროკურატურას `ქვეყნის რეალური მმართველი~ უწოდა.
საპროცესო შეთანხმების კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ დანაშაულის ჩამდენის
მსხვერპლს საპროცესო შეთანხმებაში არავითარი უფლება არა აქვს, გარდა იმისა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ინფორმაცია პოსტფაქტუმ მიიღოს. პროკურორები ამბობენ, რომ რეალობაში ამგვარი შემთხვევები არ არის და რომ ისინი, როგორც წესი, შეთანხმების გაფორმებამდე მოკლულის ახლობლების პოზიციასაც არკვევენ.
ეს მართლაც ასე რომ იყოს, აუცილებელია ამგვარი საკითხები კანონმდებლობით
რეგულირდებოდეს და მხოლოდ პროკურორების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული.
ანგარიშში გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა მოყვანილი. 2009 წელს განაჩენების 99% გამამტყუნებელი იყო. ,,ამგვარი განაჩენის სიხშირე სამართალწარმოების პროცესზე უარყოფითად მოქმედებს”_წერია კვლევაში.
ამ შემთხვევაში პროკურორსა და ბრალდებულს სასჯერზე ,,ვაჭრობის” საშუალება არ ეძლევათ. იქ, სადაც გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, მკვლევარების აზრით, საპროცესო შეთანხმება კარგად ვერ მუშაობს. ასეთ დრო უდანაშაულო ბრალდებულიც კი გრძნობს გარკვეულ ზეწოლას, რომ `ბრალი აღიაროს~, რადგან იმის სტატისტიკური ალბათობა, რომ სასამართლო გაამართლებს მას, უკიდურესად მცირეა.
,,საპროცესო შეთანხმების სისტემა საქართველოში არც ისეთი წარმატებულია, როგორც ამას ხელისუფლება წარმოადგენს, და არც ისეთი გამოუსწორებელი, როგორც ოპონენტები ახასიათებენ’’_ნათქვამია ანგარიშისDდასასრულს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა_საქართველოს” დასკვენებსა და რეკომენდაციებში.