მარტში პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს

მარტის დასაწყისში შეწყალების კომისიის ახალი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება კომისიაში დეკემბერში, ნოემბერში და თებერვლის პირველ ნახევარში შესული განცხადებები.

მარტის დასაწყისში შეწყალების კომისიის ახალი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება კომისიაში დეკემბერში, ნოემბერში და თებერვლის პირველ ნახევარში შესული განცხადებები.

 „ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად რეაგირება უნდა მოხდეს ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის შემდეგ ყველა საქმეზე მივცემთ რაკომენდაციას პრეზიდენტს. ჩვენ ვიმსჯელებთ და მსჯელობის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში გამონაკლისი მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ჯგუფური დანაშაული იქნება“– აცხადებს ელენე თევდორაძე.

 სხდომის მიერ რეკომენდირებულ პატიმართა  სია პრეზიდენტს სამ დღეში გადაეცემა. პატიმრების ციხეებიდან გათვისუფლება კი პრეზიდენტის მიერ სიის ხელმოწერის დღესვე მოხდება.

მსგავსი სხდომები წელიწადში 4–5 ჯერ იმართება. აღნიშნული სხდომა მიმდინარე წელს პირველი იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნია ქურთიშვილი