სამართალი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება [ვიდეო]

29 ნოემბერი, 2021 • 1541
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს ესწრება. პირდაპირი ეთერი პროცესიდან სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

მალევე, მოსამართლემ ადვოკატს პირდაპირი ეთერი გამოართვევინა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატმა პროცესის პირდაპირი ეთერის შუამდგომლობა დააყენა.

ამ დროისთვის პროცესს მედიიდან ესწრება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი. სხვა ჟურნალისტებს არათუ სასამართლოს შენობაში, არამედ მის ეზოშიც არ უშვებენ.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის ჰოსპიტლიდან დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მანქანას თან მოჰყვებოდა პოლიციის ესკორტი.

პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალება მისცეს.

„როცა ივანიშვილი იქნება პატიმარი, ასეთივე უსაფრთხოების ზომები იქნება გატარებული“ — გვარამია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი