სამართალი

სარფის საბაჟოზე პატრულმა სამი ქალი დააკავა

15 მარტი, 2010 • • 1227
სარფის საბაჟოზე პატრულმა სამი ქალი დააკავა

ეს ბრალდება საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა, ზურაბ ბერიძემ 15 იანვარს სასამართლო დარბაზში წაუყენა დაკავებულებს. გამომძიებლის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა თემურ ბაქრაძემ უკანონო ქმედების გამო ქალბატონები დააკავა. `ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ინანიებენ~, _ განაცხადა განსასჯელების ადვოკატმა.

ადვოკატებმა მოსამართლე როინ კახიძესთან შუამდგომლობა დააყენეს, _ გირაო პატიმრობის სანაცვლოდ; სახელმწიფო ბიუჯეტს ადვოკატები ოცი ათას ლარს სთავაზობდნენ. პროკურორმა მიქაილ ქობულაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ქალბატონებმა გამოძიებას თავი აარიდონ და კვლავ უკანონოდ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი, ამიტომ ის წინააღმდეგია გირაოს საფუძველზე მათი გათავისუფლებისა.

დაკავებულებს მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის გასასაჩივრებლად მხარეს 48 საათი ჰქონდა.

ქალბატონები საქართველოში უკანონოდ ნინოწმინდის გავლით შემოვიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი