სამართალი

ამერიკაში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ბრალდებულ ქართველ კარატისტს ეძებენ

19 აპრილი, 2015 • • 1482
ამერიკაში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ბრალდებულ ქართველ კარატისტს ეძებენ

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კარატეს ინსტრუქტორ სუმბაძეს ამ ეტაპზე ბრალად ბავშვთა პორნოგრაფიით ვაჭრობა ედება, თუმცა მას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს, რადგან გამოძიება არკვევს, ამყარებდა თუ არა იგი სექსუალურ კავშირს პირადადაც.

 

“2014 წლის დეკემბერში სამხრეთ დაკოტას ოფიციალურმა პირებმა მონტგომერის პოლიციას შეატყობინეს, რომ ვიღაც მათი ოლქიდან ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიას ათავსებდა. იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ეს ინტერნეტ-მომხმარებელი სუმბაძე იყო. 1 აპრილს სუმბაძემ პოლიციასთან აღიარა, რომ ყიდდა ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ ვიდეო-მასალას. მისი სახლიდან ამოღებულ ელექტრონულ მოწყობილობებში 8 ასეთი ვიდეო იპოვეს”, – წერს ამერიკის ქალაქ ბეთესდაში ბაზირებული გამოცემა patch.com-ი გამოძიების მასალებისა და პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით. სუმბაძე სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა.

 

გამოცემის ცნობით, გამოძიებამ ასევე აღმოაჩინა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ მონაწილოებს ბრალდებული დაუდგენელ, სავარაუდოდ, მოზარდებთან სექსუალურ კავშირში. 

 

“ვიდეოზე ჩანს, რომ მათ იცოდნენ იმის შესახებ, რომ გადაღება მიმდინარეობდა. დეტექტივები ამბობენ, რომ  ეს ვიდეოები გადაღებულია 2011 წლის ოქტომბრამდე, კარატეს სავარჯიიშო დარბაზში. ამ დროს სუმბაძე იქ ინსტრუქტორად მუშაობდა. 2011 წლის ოქტომბერში სუმბაძე ამ სავარჯიშო ცენტრის ერთ-ერთი მფლობელი გახდა”.

 

გამოცემის ცნობით, დეტექტივებს სურთ იმ მოზარდების იდენტიფიკაცია და მათთან საუბარი, ვინც ზემოხსენებულ ვიდეოზეა ასახული. “პოლიცია მსხვერპლებს კონფიდენციალურობას ჰპირდება”.


ამერიკელი სამართალდამცველების მიერ ძებნილი ალექსანდრე სუმბაძე
ამერიკელი სამართალდამცველების მიერ ძებნილი ალექსანდრე სუმბაძე

 

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით კი, 3 აპრილს სუმბაძემ შეერთებული შტატების ტერიტორია დატოვა და, სავარაუდოდ, საქართველოში გაემგზავრა. პოლიციამ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანია “იმედს” განუცხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ამერიკელ კოლგებს მათთვის არ მიუმართავთ.


Linkedin-ის სოციალური ქსელის მიხედვით, ალექსანდრე სუმბაძე 26 წლისაა და მას მერილენდის უნივერსისტეტის ბაკალავრის ხარისხი აქვს ისტორიისა და პოლიტიკის მიმართულებით.


ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც სუმბაძემ bethesdanow-ს მისცა 2015 წლის თებერვალში, იგი ყვება, რომ აშშ-ში 5 წლის ასაკში ჩავიდა მშობლებთან ერთად, რომლებიც დიპლომატები იყვნენ საქართველოდან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი