სამართალი

პროკურატურა: თელავში მკვლელობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელია დაკავებული

11 მარტი, 2015 •
პროკურატურა: თელავში მკვლელობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელია დაკავებული

პროკურატურის ცნობით, 10 მარტს ანდრო ბოჭორიშვილი და მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი ქ. თელავში, თამარის ქუჩა N30-ში მდებარე მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათთან შსს-ს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის  განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი მეგობართან ერთად მივიდა.

 

“საუბრისას გ. იორამიშვილს ძმებ ბოჭორიშვილებთან მოუვიდა შელაპარაკება,  რაც  მალევე ჩხუბში გადაიზარდა.  ჩხუბის დროს გიორგი იორამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა სამი გასროლა, რის შედეგადაც ანდრო ბოჭორიშვილი მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ირაკლი ბოჭორიშვილი დაიჭრა მენჯის არეში.  ასევე, დაიჭრა იქვე ახლოს მყოფი თამაზ შინგაზრდილაშვილი. მომხდარი ფაქტის შემდეგ გიორგი იორამიშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

პროკურატურის ცნობით, მოგვიანებით გიორგი იორამიშვილი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდა, რის შემდეგაც მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება.

 

“ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მკვლელობის იარაღი გამოძიებას წარმოუდგინა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

ამჟამად გ. იორამიშვილის მიმართ გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი