სამართალი

11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი

24 თებერვალი, 2015 • 1131
11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სახელმწიფოს სახელით განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24  თებერვალს გამოაცხადა. დარბაზში ბრალდებულის ნათესავები იმყოფებოდნენ. მოსამართლემ მსჯავრდებულს უთხრა, რომ მას აქვს უფლება შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.


ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ძალადობის მსხვერპლი გოგონა ბრალდებულის მეზობლად ცხოვრობს. საქმის მასალების მიხედვით, ფაქტი მეზობლის ბოსელში, გოგონას უმწეო მდგომარეობითა და ძალადობით მოხდა.

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გოგონას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ნაცხის ანალიზის შედეგად ბრალდებულის სპერმა მცირეწლოვანის ორგანიზმში აღმოჩნდა. მტკიცებულებები, რომელიც საქმის ირგვლი გამოძიებამ შეაგროვა, მოსამართლის ინფორმაციით, სადაო არც დაცვის მხარეს გაუხდია. ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულსაც, ის ფსიქიკურად ჯანმრთელია. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის, მას არ ჰყავს ცოლ-შვილი, იყო უმუშევარი.


მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი რამინ გვარიშვილი იცავდა, ხოლო ბრალდების მხარეს პროკურორი რამაზ შავაძე წარმოადგენდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-3 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით  მოქმედებას ნიშნავს.  „ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი.“ ეს დანაშუალი 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი