სამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

9 თებერვალი, 2015 • 1388
ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის 07 თებერვალს ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 3 000 აშშ დოლარი,” – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი