პანკისის იმამი: ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ

პანკისის იმამმა, აბუ მუსლიმ ქავთარაშვილმა ამ წუთებში დაასრულა მოწოდება პანკისელებისადმი. მან მოსახლეობას ქისტურად მიმართა. მოკლე კომენტარში, რომელიც მან ქართველი ჟურნალისტებითვის გააკეთა, თავისი მიმართვა ასე ჩამოაყალიბა:

„მე სიმშვიდისკენ მოვუწოდებ ყველას, როგორც მთავრობას, ისე ხალხს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და არ გვინდა, რომ მთავრობისგან იყოს ასეთი მიდგომები ჩვენს მიმართ. მოსახლეობას, ახალგაზრდებს მოვუწოდე სიმშვიდისკენ, მაგრამ არ გვინდა, რომ ხელისუფლებისგან ჩვენს მიმართ იყოს ასეთი ქცევა“.

დღეს დილიდან პანკისის ხეობაში დაპირისპირება დაიწყო მოსახლეობასა და პოლიციას შორის. სპეცრაზმმა მოსახლეობის მიმართ გამოიყენა ცრელმლსადენი გაზი, მოსახლეობამ კი სპეცრაზმს ქვები დაუშინა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან