სამართალი

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 2 წევრი დაამტკიცა

17 ოქტომბერი, 2014 • 1346
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 2 წევრი დაამტკიცა

93 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი – ამ შედეგით პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 2 წევრი დაამტკიცა.

 

პარლამენტმა სწორედ ეს კანდიდატები არ დაამტკიცა თავდაპირველად, 2014 წლის აგვისტოში.

 

“მე გულწრფელად მიკვირს, რაც მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო ჩვენს სასამართლო სისტემას ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სწორედ რომ მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ნეიტრალობიდან, ასევე პროფესიონალიზმიდან გამომდინარე არჩევს მოსამართლეებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილი მოსამართლეები, რომლებმაც კომიტეტზე მიიღეს მხარდაჭერა და ეს მინდა ხაზგასმითთ აღვნიშნო, დღეს ამ მოსამართლეების კანდიდატურა ჩავარდა პლემარულ სხდომაზე. თუ კოორდინაციაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, კომიტეტი ასეთი კოორდინაციისთვის ადეკვატური ადგილია, ანუ ეს კოორდინაცია გავლილი იყო, შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ჩამიგდო დღეს პარლამენტმა პროფესიონალი და მიუკერძოებელი მოსამართლეები,”- განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

 

დეპუტატებს დღეს არ განუმარტავთ, რატომ დაუჭირეს მხარი იმ კანდიდატების მოსამართლეებად არჩევას, რომლებიც ერთხელ უკვე ჩააგდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი