სამართალი

2014 წლის 8 თვის სტატისტიკა: 10 605 მსჯავრდებული და 3 915 პატიმარი

12 ოქტომბერი, 2014 • • 1003
2014 წლის 8 თვის სტატისტიკა: 10 605 მსჯავრდებული და 3 915 პატიმარი

2013 წლის იმავე პერიოდში 8 806 მსჯავრდებული და 2 244 ადამიანი იყო, ვისაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 1676 ადამიანი დააჯარიმეს, 2013 წლის იმავე პერიოდში კი – 986 პირი.


პირობითი მსჯავრის სტატუსი მიმდინარე წელს 4737 ადამიანს აქვს (2013 წლის იმავე პერიოდში 5270 პირს ჰქონდა).


წელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 272 ადამიანს მიესაჯა, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 160 პირს. ამნისტიითა და სხვა საფუძვლით წელს, რვა თვის განმავლობაში, ოთხი პირი გათავისუფლდა პატიმრობიდან, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 144.


საქმიანობის (თანამდებობის) უფლება წელს ერთ მოქალაქეს, გასულ წელს კი ორ პირს ჩამოართვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი