სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ- ივნისში ავტოავარიის შედეგად 180 ადამიანი დაიღუპა

12 აგვისტო, 2014 • • 2804
შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ- ივნისში ავტოავარიის შედეგად 180 ადამიანი დაიღუპა

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით,  2 557 ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 3 635 ადამიანი დაშავდა, ხოლო 180 ადამიანი გარდაიცვალა. თვეების მიხედვით ავტოავარიების გადანაწილება იხილეთ ფოტოზე:

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა
ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

2014 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში უშუალოდ თბილისში 1 246 ავტოვარია მოხდა, რის შედეგადაც 1 609 ადამიანი დაშავდა, ხოლო 46 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტოსაგზაო შემთხვევების 10 000 მოსახლეზე გადანიწილების ცხრილი 2014 წლისა იანვარ-ივნისის მიხედვით ასე გამოიყურება:

ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გადანაწილება 10 000 მოსახლეზე 2014 წლის იანავრ-ივნისში შემდეგია:

დროის ამავე მონაკვეთში ავტოსაგზაო შემთხვევბის შედეგად დაშავებულია 1264 ქალი და 1987 კაცი, ხოლო გარდაიცვალა 45 ქალი და 100 კაცი.  ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად დასახელებულია  ალკოჰოლის ზემოქმედება, სიჩქარის გადაჭარბება და სახვა მიზეზები. თბილისში  ალკოჰოლური მიზეზებით  43 ავარია მოხდა, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით- 509, სხვა მიზეზებით მოხმდარი ავტოავარიის რაოდენობა კი 694-ია.  რეგიონების მიხედვით, ავტოავარიების მიზეზების გადანაწილება შეიგიძლიათ იხილოთ ფოტოზე:

რაც შეეხება მოტოციკლეტების მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, 2014 წლის იანვარ-ივნისში  სულ ასეთი 69 შემთხვევა მოხდა,  შემთხვევების შედეგად, 76 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2 დაიღუპა. 

თუ 2014 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებს შევადარებთ წინა წლების მონაცემებს, ვნახავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევბის რაოდენობა ამ 6 თვის განმავლობაში იგივეა წინა წელთან შედარებით, 2013 წელს მოხდა 2553 ავტოსაგზაო შემთხვევა, 2014 წელს კი, 2557 ავტოსაგზაო შემთხვევა. ყველაზე ნაკლები ავტოავარიების შემთხვევა (1955)  2011 წელს მოხდა, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა (2808)- 2008 წელს. ყველაზე მეტი დაშავებული (4208 ადამიანი) სწორედ 2008 წელს იყო, ხოლო ყველაზე ნაკლები (2844)- 2011 წელს. ავტოსაგზაო შემთხვევბისას ყველაზე მეტი, 390 ადამიანი ავტოსაგაზაო შემთხვევების დროს 2008 წელს დაიღუპა, ხოლო ყველაზე ნაკლები, 180 ადამიანი -2014 წელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი